მეცხრამეტე საუკუნის პროგრესული ქართველები

  • თბილისელები
  • 16 ოქტომბერი 15:53, 2018 წელი

რას წერდა მეცხრამეტე საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს გაზეთი „ივერია“:

„ჩვენს საზოგადოებაში ის აზრი დატრიალდა და ფეხს იკიდებს, რომ დედაკაცთაც ეჭირვებათ სწავლა-ცოდნა, განათლება. ამ აზრმა თავის ნაყოფიც მოიტანა და, როგორც მოგეხსენებათ, ქართველ ქალთა დასმა გადასწყვიტა შრომა და მეცადინეობა გასწიოს და ქართველ მოზარდ ქალთათვის რიგიანი, დროებისა და გარემოების შესაბამისი სკოლა გაჰმართოს. ქართველი ქალები უკვე შეუდგნენ ამ საქმეს და ნამდვილად ვიცით, რომ საზოგადოებაც თანაგრძნობით მიეგებება ამათს კეთილს განზრახვას. სჩანს, ქართველობა თანდათან დარწმუნდება, რომ ჩვენს წარმატებას, სხვათა შორის, გზაზე ეღობება დედაკაცთა უსწავლელობა.
რაკი ეს კეთილი, ცხოველი აზრი ერთხელ დატრიალდა ჩვენში, სრული იმედია, რომ უნაყოფოდ არ ჩაივლის და ქართველობა მოესწრება იმ დროს, როცა სწავლა-ცოდნით აღჭურვილი და გონება-განსპეტაკებული დედაკაცები ეყოლება. თვითონ ქართველ დედაკაცთა მხნეობა და საზოგადოების თანაგრძნობა თავისას გაიტანს და, ადრე თუ გვიან, პირველ ნაბიჯს მეორეც მოჰყვება.“


დაზღვეული „მზითვები“


თუმცა დღეს სადაზღვევო კულტურით თავს ვერ მოვიწონებთ, ეს საქმე 1901 წლის საქართველოში უკვე დაწყებული იყო. კერძოდ, „ცნობის ფურცელში“ განთავსებული რეკლამა გვამცნობს:


„დამზღვევი საზოგადოება „როსია“ მკვიდრ საფუძველზე და ხელ-მისაცემ პირობებით იღებს შემდეგ დაზღვევას.


თანხისას სიკვდილის შემთხვევისთვის, თანხისას სიბერისთვის, ქვრივთა პენსიისას, გასათხოვარ ქალთა მზითვებისას, სტიპენდიებისას ვაჟთათვის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შემოსავლისას.
1901 წლის პირველი იანვრისთვის დაზღვეულ იქმნება 75 863 პირი.


სულ 160 840 მანეთი


დაწვრილებითი ცნობებისთვის მიმართეთ გამგეობის განყოფილებას ტფილისში და აგენტებს იმპერიის ყველა ქალაქებში.“

წყარო: თბილისელები