"მოეწვიათ ჟიურის ნორმალური წევრები და ყველაფერი იქნებოდა იდეალურად" - მოროშკინას პირველი კომენტარი

  • რეზონანსი
  • 16 ოქტომბერი 12:26, 2018 წელი

ლალი მოროშკინა „ცეკვავენ ვარსკვლავებს" პროტესტის ნიშნად ტოვებს.

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება საბოლოოა. მე ასეთ შეურაცხყოფას ვერასოდეს ავიტან, ვერც ჩეტკოევისგან და ვერც რისისგან, მიუხედავად იმისა, მეხება თუ არა პირადად მე", - განაცხადა პროექტის მონაწილემ.


- სიმართლე გითხრა, ამას ველოდი, მაგრამ ასე მალე არა.


- როდესაც თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს დენი ითიშება და მას აგდებ, ეს უსამართლობაა. ან რა სიტყვებს იყენებენ, რა უდიერი დამოკიდებულებაა კონკურსანტების მიმართ, ჩვენ ადამიანები ვართ თუ ნივთები? არ გამოვა ასე, მოეწვიათ ჟიურის ნორმალური წევრები და ყველაფერი იქნებოდა იდეალურად. ყველას ვუსურვებ წარმატებას!

წყარო: რეზონანსი