ლალი მოროშკინა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ პროტესტის ნიშნად ტოვებს - „მე აღარ ვარ მე!“

  • ალია
  • 16 ოქტომბერი 10:27, 2018 წელი

ლალი მოროშკინა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ პროტესტის ნიშნად ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

"მე ჩავიფსი"- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!
როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,
მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?
ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი“

წყარო: ალია