ხრიკები - როგორ უნდა აგრძნობინოს ქალმა კაცს რომ ის მასზე შეყვარებულია?

  • თბილისელები
  • 15 ოქტომბერი 20:46, 2018 წელი

არსებობს მინიშნებები, რომლითაც ქალს შეუძლია აგრძნობინოს მამაკაცს, რომ ის შეყვარებულია, თანაც, სწორედ მასზე.

ქალის ერთი შეხედვით მოკრძალებულ ჟესტებსა თუ მანერებს, კეკლუცობასაც რომ უწოდებენ, კაცის ჭკუიდან გადაყვანა და მისი გულის დამონება შეუძლია. პრობლემა ისაა, რამდენად კარგად იცის ქალმა კეკლუცობა.


მაგალითად, რა უნდა გააკეთოთ, სანამ კაცს ღიმილით დააჯილდოებთ? უნდა ეთამაშოთ, როგორც კატა ეთამაშება თაგვს. ამისთვის შეგიძლიათ, საკუთარი თმა გამოიყენოთ: დაიხვიოთ თითზე. თმის ბოლოები ნაზად მოისვათ სახეზე ან უკან გადაიყაროთ.


მამაკაცს ხიბლავს, როცა თქვენს უბრალოებასა და თავისუფლებას ხედავს, ანუ, როცა გულწრფელი ხართ.
ძალიან მომგებიანია მზრუნველობის გამომხატველი ჟესტები. როცა, მაგალითად, შეუსწორებთ პერანგის საყელოს, მისცემთ სასარგებლო რჩევას. დარწმნებული იყავით, რომ მისი გული უკვე თქვენ გეკუთვნით.


ასევე, კაცს ჭკუიდან შლის, როცა:


* ქალი საუბრისას ტუჩზე „იკბენს“;


* როცა კეკლუცად უკრავს თვალს;


* მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი „საყვარლად“ აცემინებს – ანუ, ისწავლეთ ნაზად და საყვარლად დაცემინება;


* თუ უკან ბრუნდებით და მას უმზერთ, ეს აშკარა მინიშნებაა, რომ უკან უნდა მოგყვეთ. სცადეთ – ამაზე თავს ვერ შეიკავებს;


* მამაკაცები ამაზე წუწუნებენ, მაგრამ სინამდვილეში მოსწონთ, როცა ქალს თავის პერანგებში ხედავენ;


* ქალებს უყვართ მამაკაცები იუმორის გრძნობით, მამაკაცებს კი ის ქალები მოსწონთ, რომლებიც მათ ხუმრობებზე იცინიან (გაიცინეთ, თქვენი რა მიდის);


* კაცს აუცილებლად მოეწონება თქვენი გულწრფელი ღიმილი;


* როცა თავზე ეფერებით;


* და ნუ დაგავიწყდებათ, ხელი ჩაჰკიდოთ, ეს მათ განსაკუთრებით მოსწონთ.


 


 

წყარო: თბილისელები