ქართველებმა მაჯის საათი შექმნეს, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ზომავს

  • რეზონანსი
  • 15 ოქტომბერი 10:40, 2018 წელი

ქართველმა სტუდენტებმა პირველებმა შექმნეს ადგილობრივი წარმოების საათი Airadi, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ზომავს.

Airadi ჭკვიანი მაჯის საათია, რომელიც ჰაერის დაბინძურების, ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ აძლევს მომხმარებელს ინფორმაციას.


პროექტზე მუშაობა სამი თვეა უკვე მიმდინარეობს, შექმნილია პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი. სტარტაპმა ასევე ჩაატარა ბაზრის კვლევაც. სტარტაპში ამბობენ, რომ პროდუქტის დახვეწასა და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.


Airadi Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია. მათ პრიზის სახით – 2000 ევრო გადაეცათ. ამ თანხას სტუდენტები პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ.

წყარო: რეზონანსი