უგანდაში მეწყერს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 12 ოქტომბერი 12:42, 2018 წელი

აღმოსავლეთ უგანდაში, დედაქალაქ კამპალადან 250 კილომეტრის მოშორებით, ელგონის მთაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.

New Vision-ის ინფორმაციით, მიწის ქვეშ მოჰყვა სახლები და შინაური ცხოველები.


ბუდუდას ოლქის მოსახლეობის ინფორმაციით, მეწყერი ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია.


მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ამ დრომდე ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge