უკრაინის საზღვარზე ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

  • რეზონანსი
  • 11 ოქტომბერი 14:59, 2018 წელი

შავი ზღვის საზღვაო პორტის" საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის მესაზღვრეებმა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებმა ქართველი კრიმინალი ერთ-ერთი რეისიდან ჩასვლის დროს დააკავეს. როგროც ირკვევა, სამართალდამცველების ყურადღება მისმა ნერვულმა ქცევამ მიიპყრო. საბუთების შემოწმებისას კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, 48 წლის, რომელიც 28 წელი პატიმარი იყო.


უკრაინული მხარე დაკავებული მოქალაქის ვინაობას არ ასაჯაროებს.

წყარო: რეზონანსი