მამაკაცი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვარდისფერი ჩოხით მივიდა

  • რეზონანსი
  • 10 ოქტომბერი 17:50, 2018 წელი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონია გახსნილი, უამრავი სტუმარი მივიდა.

საზოგადოების ყურადღება კი ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიიქცია და არაერთგვაროვანი გამოხმაურებაც მოჰყვა.


,,სადმე როდესმე თვალი მაინც თუ მოგიკრავთ ვარდისფერი ჩოხისთვის?!", ,,ნეტა, ბევრი ჰყავდეს ასეთი ქართველი საქართველოს. ისტორიაც რომ არ იცით და წარსულიც, ქართველი მეფეები ხასხასა ფერის ჩოხებით იმოსებოდნენ", ,,არა მგონია, ქართველი იყოს", ,,და რას აშავებს? გინდა, ქართველი იყოს და გინდა - ნორვეგიელი", - წერენ ფეისბუქში.

წყარო: რეზონანსი