გორში ავარიის შედეგად ორსული ქალი დაშავდა

  • pia.ge
  • 10 ოქტომბერი 14:58, 2018 წელი

ავარია მოხდა გორში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ორსული ქალი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge