ვინ არიან ბათუმის საზარელ ავარიაში დაღუპული კლასელები და რას წერენ მეგობრები მათზე

  • რეზონანსი
  • 5 ოქტომბერი 12:58, 2018 წელი

გუშინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.


გარდაცვლილები 20 წლის ახალგაზრდები - დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ.



საზარელ შემთხვევას გარდაცვლილის მეგობრები ეხმიანებიან:


„კიდევ ორი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამშობლოს. ორი მიზანდასახული და მომავლის იმედით სავსე ადამიანი, ჯერ კიდევ ხიჭაურის გიმნაზიის საკლასო ოთახში გავიცანი, როცა სითბოთი და სიყვარულით სავსე განწყობა გადმოაფრქვიეს კეთილი გულებიდან".


"მარი, ვერ ვიჯერებ, რომ ვეღარ გნახავ. როდის უნდა დასრულდეს ეს საშინელებები".


„ავტობუსი დაეჯახათ. ერთად იყვნენ მანქანაში, თავისი მეგობრის ქორწილში იყვნენ მეორე დღეს. მეჯვარე იყო იმ ქორწილში. შოკში ვარ!“


 

წყარო: რეზონანსი