"ბავშვობიდანვე იმდენად უშიშარი იყო, მოტეხილი მაჯა თვითონვე გაისწორა"

  • რეზონანსი
  • 4 ოქტომბერი 12:15, 2018 წელი

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის გურამ თუშიშვილის მამა ჟურნალ „სარკესთან" ქართველი ფალავნის ბავშვობის შესახებ საუბრობს.

შოთა თუშიშვილის თქმით, გურამმა სპორტული კარიერა ფეხბურთელობით დაიწყო ხელის ტრავმის შემდეგ კი ძიუდოში გააგრძელა ვარჯიში.


„ხელის ტრავმა თამაშის დროს არ მიურია. ძალიან ცელქი იყო, ბლის ხიდან ჩამოვარდა და მარჯვენა ხელი მოიტეხა მაჯაში. ბავშვობიდანვე იმდენად უშიშარი იყო, რომ მოტეხილი მაჯა თვითონვე გაისწორა. საავადმყოფოში კი ახლობლებს იქით ამშვიდებდა და ექიმებს ეუბნებოდა, ჩქარა ჩამისვით თაბაშირში, სახლში უნდა წავიდეო.


ერთი წლის შემდეგ ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ფეხბურთის ნაცვლად ძიუდოში გააგრძელა ვარჯიში."- განაცხადა შოთა თუშიშვილმა.

წყარო: რეზონანსი