რამაზ საყვარელიძე: „ახლა "ნაციონალები" უფრო დაემსგავსნენ "ნაციონალებს" და მეორე ტურს უკვე გამოვრიცხავ“

  • რეზონანსი
  • 3 ოქტომბერი 21:33, 2018 წელი

"ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

როგორც საყვარელიძე ამბობს - „ოპოზიციამ აიტაცა მისი ჩანაწერები და ოპოზიციის გამოა ლაპარაკი იმაზე, რომ "საშინელი ქვეყანა გვაქვს". ანალოგიურად გაიძახიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უმეტესწილად ეხმიანებიან ხოლმე ოპოზიციას შესაბამისი პოლიტიკური განცხადებებით. ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა. რა ნაბიჯებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადგა, ეთიკისა და სხვა თვალსაზრისითაც, საკმაოდ მიუღებელი ნაბიჯები იყო. ადრე არ გამოვრიცხავდი მეორე ტურს, მაგრამ ახლა, როდესაც გამძაფრდა სიტუაცია და "ნაციონალები" უფრო დაემსგავსნენ "ნაციონალებს", ვიდრე აქამდე, გამოვრიცხავ“.

წყარო: რეზონანსი