ბალტიის ზღვაში ბორანს ცეცხლი უკიდია - ბორტზე ასობით მგზავრია

  • pia.ge
  • 2 ოქტომბერი 18:25, 2018 წელი

ბალტიის ზღვაში ბორანზე Regina Seaways-ზე აფეთქება მოხდა და ცეცხლი მოეკიდა.

როგორც რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე კრავჩენკომ განაცხადა, ბორანი კლაიპეტადან კარლსხამში მიემართება.


მისი თქმით, ხანძარი სამანქანე განყოფილებაში გაჩნდა, თუმცა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


„ბორანზე 335 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ეკიპაჟის 37 წევრი. ყველა მათგანი ბორანზე უსაფრთხო ადგილას არიან“,-განაცხადა კრავჩენკომ.


მისი თქმით, ამჟამად ბორანი რუსეთ-ლიტვის სანაპიროს უახლოვდება.


დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge