"წინა დღით დაუნახავთ, ტიროდა, გამოცდა რომ ვერ ჩავაბარო, სად გამოვყო თავიო"

  • რეზონანსი
  • 2 ოქტომბერი 11:31, 2018 წელი

სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა ქეთი ცხვარაძემ თავი მოიკლა.

ქეთი საკუთარ სახლში ძმამ იპოვა ჩამომხრჩვალი. როგორც გარდაცვილილის ახლობლები აცხადენებ, გოგონამ წერილი დატოვა , სადაც წერს, არაფერი არავის ბრალი არაა, მინდოდა გამეგო იმქვეყნად როგორი ცხოვრებაა.


ქეთის მეზობელი ყვება, რომ გოგონა 14 წლის იყო, როცა დედამისი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. მთელი ოჯახი ამ 14 წლის ბავშვს დააწვა კისერზე. ერთი დღე არ ყოფილა, რომ მამამისი ან მისი ძმა დაკუჭული პერანგით გამოსულიყვნენ ქუჩაში, ზამთრის კონსერვებსაც კი აკეთებდა. მშრომელი ბავშვი იყო, გაკვეთილებს შუაღამისას სწავლობდა.


წინა დღით, თავი რომ მოიკლა, ქუჩაში დაინახეს მიდიოდა და ტიროდა. მათემატიკა ვერ გამოუყვანია და ვაიმე რომ ვერ ჩავაბარო, სად გამოვყო თავი, ამდენ ფულს ვახარჯინებ ოჯახსო, ძალიან განიცდიდა ყველაფერს და დაიღალა. მიწერა იმ დღეს ყველა ამხანაგს, დედამისს, მიყვარხართო და მეორე სართულიდან ჩავიდა პირველზე, ძაღლს გავასეირნებო. შევიდა ოთახში და კაპრონის ძაფზე ჩამოიხრჩო თავი... ეს საცოდავი თავს რომ იხრჩობდა, ეზოში მამამისი მუშაობდა. ძალღმა დაიწყო ყმუილი... 5 წუთით ადრე რომ დაეწყო, მიუსწრებდნენ.


გასაცოდავებულია ოჯახი. მამამისმა მინები ჩაამსხვრია გუშინ და ვენებგადაჭრილია. ბიძა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედამისი ჩამოვიდა გუშინ. დედამისს ალბათ ფსიქიატრი დაჭირდება, ფსიქოლოგი კი არა. ძმამ ნახა მეშვიდე კლასშია.. ის როგორ იქნება? ამხანაგები სკოლაში არ დადიან. ყველანი იქ არიან...

წყარო: რეზონანსი