უახლოესი დღეების ამიდნის პროგნოზი

  • pia.ge
  • 2 ოქტომბერი 10:14, 2018 წელი

დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

 

 


აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში დღეს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.


3 – 4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.


თბილისში დღეს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი.


ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.


3 – 4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge