ცვლილებები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და თითქმის ყველას შეეხება (ჩამონათვალი)

  • რეზონანსი
  • 1 ოქტომბერი 13:51, 2018 წელი

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა ძალაში და თითქმის ყველა მოქამაქეს შეეხება:

1. ტაქსების ლიცენზირება:


პირველი ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1-ლი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.


2. ტექდათვალიერების მე-3 ფაზა:


პირველი ოქტომბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა ამოქმედდა. ტექდათვალიერება სავალდებულო იქნება ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის


მოცულობა 3,000 კბ/სმ ან მეტია.


3. პოლიეთილენის პარკების აკრძალვა:


პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი ხდება. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019


წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.


4. კრედიტის აღების პროცესის გამარტივება


ოქტომბრიდან ფიზიკური პირებისთვის კრედიტის აღების პროცესი მარტივდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება, რაც გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.


5. დიზელის საწვავის ახალი სტანდარტი


2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ევროპულ ნორმებთან დაახლოების მიზნით დიზელის საწვავის სტანდარტი ამოქმედდება. კერძოდ, სტანდარტმა "ევრო 4"-მდე უნდა აიწიოს. უკვე 2020 წელს კი სტანდარტი - „ევრო 5“-მდე აიწევს.


6. სავალდებულო აუდიტი


კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს.


7. რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითება


ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა იწურება. საუბარია, მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებზე. ამ ტიპის კომპანიები ვალდებულნი იყვნენ 1-ელ ოქტომბრამდე დაერეგისტრირებინათ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, თუმცა, ამ ვადამ ოქტომბრის ბოლომდე გადაიწია.

წყარო: რეზონანსი