"მეც ვიჩაგრებოდი, ჩემს ნივთებს გავყიდი, ფული გაჭირვებულ სკოლას მოხმარდება," - კაშია ბულინგის წინააღმდეგ

  • რეზონანსი
  • 28 სექტემბერი 15:48, 2018 წელი

ბულინგის საწინააღმდეგო სოციალურ კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში ქართველი სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.

ცოტა ხნის წინ, გურამ კაშიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც კამპანიის ფარგლებში მისი სამომავლო აქტივობებია აღწერილი.


„მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა. მაგ. მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები, შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა. აუქციონზე დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს! პირადად მე ჩავერთვები. ერთი წლის მანძილზე შევეცდები 10 ჯერ მაინც მივიდე სკოლებში, კლასებში გავესაუბრო ინდივიდუალურად.


ჩემი აქტივობა - კლასთან, სკოლასთან გასაუბრება ჩემ სკოლის დროინდელ დროზე სადაც მეც ვიჩაგრებოდი! გამოცდილების გაზიარება. ჩემი იდეა - ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემს და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება. მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი. ეს პირობა გაიკრას კლასში"

წყარო: რეზონანსი