ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

  • pia.ge
  • 28 სექტემბერი 14:39, 2018 წელი

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულთან მაგნიტუდით 7,7 მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.


მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:02 საათზე დაფიქსირდა.


წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მა სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge