ბაკურიანში აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 27 სექტემბერი 21:26, 2018 წელი

ბაკურიანში 21 წლის აზერბაიჯანელი გოგო გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა ქალი კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ კულტურას წარმოადგენდნენ.


თვითმხილველების თქმით, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გოგონა შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს ან გამოძიება შეწყდეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge