პირველად მაშინ ვნახე, როგორ ტირიან კაცები ცრემლების გარეშე, სვანური ზარით, სადღაც შიგნით...

  • ალია
  • 27 სექტემბერი 11:19, 2018 წელი

უფლებადამცველი სოფო ხურგუანი სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსიის სტატუსს აქვეყნებს:

„27 სექტემბერი, 2013. ჯვართამაღლება


სავსე მთვარე იყო, განათებული ღამე, გამთენიისას ვიღაცამ დარეკაკარზე. დილით დედამ მითხრა, ლეშკაშელი იყო, ჩვენი მეზობელი დაეკიპაჟის კაპიტანი, ცოტა ხანში გავფრინდებით, შევარდნაძის მფრინავი დაიჭრა და მე მთხოვეს, ბავშვები გამატანე, თბილისში მივფინავთ. თვითმფრინავი ჩვენს გარეშე გაფრინდა, დედას მთვარით განათებული ცის შეეშინდა. ჩვენნაშუადღევს გამოვფრინდით, ბოლო თვითმფრინავით, საწვავი ქუთაისამდე გვეყო...


 თვითმფრინავი სახელდახელოდ შეაკეთეს, საწვავი მთელს აეროპორტში მოაგროვეს, მთელი დღე წვალობდნენკაცები, ქალები მხოლოდ შფოთავდნენ და ბარგს ალაგებდნენ, ჩვენ არაფერი გვესმოდა, ეზოში მზესუმზირასვაკნატუნებდით და ეს ფაციფუცი გვართობდა, ყველა რაღაცას ელოდა, იქნებ სხვა ემოციაც იყო, მაგრამ არ მახსოვს, მხოლოდ ფრაგმენტულად სურათები...


 თვითმფრინავში სკამები არ იყო, საკუთარ ჩემოდნებზე დავსხედით, ჩვენი ეზო, მეზობლები, რამდენიმე უცხო, ეკიპაჟიც მეზობლებისგან შედგებოდა, რობიზონ უდესიანი და ვაჟა ფალიანი, ვაჟა ბიძია ერთ დროს ყველაზეცნობილი მფრინავი იყო, მაგრამ ბოლო წლები არ დაფრინავდა. მამამ დაგვტოვა და ჩავიდა თვითმფრინავიდან, ირაკლი გაედევნა, უშენოდ არ გავფრინდები, ორჯერ მოაბრუნა მამამ, ირაკლი ტიროდა. მამამ ვიღაცას გასძახა, ლიანას უთხარით, მოვბრუნდები, ამათ სამშვიდობოს გავიყვან და მოვბრუნდები. ავფრინდით...


 ძალიან დაბლა მივფრინავდით, აი, ხელს გაიწვდენდი და ზღვაში ჩაყოფდი თითქოს, მერე უცებ ავიღეთ სიმაღლე, ესარიან გამოცდილი მფრინავები? ბავშვები ატირდნენ, უფროსები ოფლად დაიღვარენ... მამაო ჩვენო, რომელი ხარცათა შინა... მხოლოდ ეს ლოცვა ვიცოდი ზეპირად და ეხლაც მხოლოდ ეს ვიცი, 10-ჯერ, არა 20-ჯერ ან უფრომეტჯერ... და დავინახე, როგორ ჩავარდა ზღვაში, თხელი, მბზინავი... მერე მითხრეს, ორი იყოო, ერთიგადაგვაფრინდა, მეორე ვერ მოგვწვდაო... აი, თურმე რატომ მივფრინავდით ჯერ ასე დაბლა და მერე ასე მაღლა...


 კოპიტნარი მოღუშული ამინდით დაგვხდა, ყველანი დაბნეულები იყვნენ და ასე დაბნეულები დავშორდითერთმანეთს, ჩვენ თბილისში გამოვფრინდით, ეხლა მამა ძალით ჩასვეს თვითმფირნავში, ვერ დაბრუნდებიო, პირველად მაშინ ვნახე, როგორ ტირიან კაცები ცრემლების გარეშე, სვანური ზარით, სადღაც შიგნით...


 წლების მერე, მიუხედავად იმისა, რომ ბერჯერ ამიხსენს, რომ იქ ბავშვები იყვნენ, რომ გამოცდილი მფრინავებიგვყავდნენ და კიდევ ბევრი რომ... მჯეროდა, რომ “მამაო ჩვენომ” გადამარჩინა და რაღაცისთვის დამტოვა... დადიდხანს, როცა ვიღაცა რაღაცას მთხოვდა, პირველი გაფიქრება, იქნებ ამისთვის, იქნებ იმისთვის, რომ ვიღაცასკარგი სიტყვა უთხრა, ან უბრალოდ გაუღიმო, ან მოუსმინო... ჯვართამაღლება ყოფილა ამ დღეს, ეს წლების მერეგავიგე...“ - წერს სოფო ხორგუანი.


 

წყარო: ალია