ნიუ-იორკში ქალმა საბავშვო ბაღში ბავშვები დაჭრა

  • pia.ge
  • 21 სექტემბერი 14:49, 2018 წელი

ნიუ-იორკში ცივი დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღში ხუთი ადამიანი დაჭრა, მათ შორის სამი ბავშვია.

გაზეთის Daily Mirror-ის ინფორმაციით, 52 წლის ქალმა დანით თვითდაზიანება მიიყენა. ამჟამად ის  დაკავებულია.


დაჭრილთა შორის არიან, სამი ბავშვი, ბაღის ერთ თანამშრომელი და ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.


თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge