გურჯაანელი კაცი ჭაჭით სავსე ცისტერნაში ჩავარდა

  • რეზონანსი
  • 21 სექტემბერი 10:38, 2018 წელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის კომპანიაში "მეღვინეობა ხარება" შუახნის ასაკის მამაკაცი ჭაჭით სავსე ცისტერნაში ჩავარდა.

დაშავებული ამ დროისთვის გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" იმყოფება და მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: რეზონანსი