ფალიაშვილის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს

  • pia.ge
  • 21 სექტემბერი 10:05, 2018 წელი

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 20 და 25 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით,  შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.


ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.


დაშავებულები ლადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.


როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.


და 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge