აშშ-ში მოხუცთა თავშესაფარში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 20 სექტემბერი 17:45, 2018 წელი

ამერიკის, პენსილვანიის შტატის, ქალაქ უესტ-ჩესტერში მოხუცთა თავშესაფარში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა.

NBC-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.


ტელეარხი აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.


სროლის მოტივი უცნობია.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge