ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა

  • რეზონანსი
  • 20 სექტემბერი 13:42, 2018 წელი

ტოჩინოშინმა უძლეველი ჰაკუჰო ვერ დაამარცხა, თუმცა ტიტულის შესანაჩუნებლად ბძოლას აგრძელებს.

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-12 დღეს დაძაბული შეხვედრა გამართა. ქართველი დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდა.


40-გზის ჩემპიონმა ქართველს სუკუინაგის ილეთით მოუგო. ლევან გოგრაძე ტიტულის შესანაჩუნებლად ბძოლას აგრძელებს ამ შედეგით ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 7 მოგება და 5 წაგება აქვს. იმისთვის რომ ქართველმა ოძეკის წოდება შეინარჩუნოს, ტურნირზე დადებითი ბალანსი სჭირდება და სულ მცირე, 8 შეხვედრა უნდა მოიგოს, ანუ დარჩენილი 3 ბრძოლიდან ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად 1 გამარჯვებაც ჰყოფნის.

წყარო: რეზონანსი