რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?

  • რეზონანსი
  • 19 სექტემბერი 17:28, 2018 წელი

ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა­ში «Al-Monitor» გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია 

სა­თა­უ­რით: "რა იზი­დავთ ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?", რომ­ლის ავ­ტო­რიც რუ­ჰო­ლა ფა­გი­ჰია.


სტა­ტი­ა­ში აღნიშნულია, რომ"ირა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია "ყელ­ ში აქვთ ამო­სუ­ლი", იმე­დის მზე­რას ის­ტო­რი­უ­ლად სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნას აპყრო­ბენ: 


"სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვის ევ­რო­პა­ში გა­სას­ვლელ კარს წარ­მო­ად­გენს. მას შემ­დეგ, რაც ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის 2016 წელს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში წამ­სვლელ ირა­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტა. უკვე ბევ­რი ირა­ნე­ლი ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რე­ბას, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ქირა, ცხოვ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ინფლა­ცი­ის დონე (2,8%) ბევ­რად უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ირან­ში (9,4%).


რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნის ელ­ჩის სე­ი­ედ ჯა­ვად ყა­ვამ­შა­ჰი­დის მიერ 24 აგ­ვის­ტოს გა­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მოწ­მობს, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რამ ხელი შე­უ­წყო ირა­ნელ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას 323 ათა­სი ირა­ნე­ლი ეწ­ვია და თუ ასე­თი ტემ­პი გაგ­რძელ­დე­ბა, მო­მა­ვალ წელს რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთ მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

წყარო: რეზონანსი