ერაყში ავტობუსი ააფეთქეს, არის მსხვერპლი

  • pia.ge
  • 18 სექტემბერი 17:37, 2018 წელი

ერაყის, კირკუკის პროვინციაში ავტობუსის აფეთქების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა.

ამის შესახებ მედია ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე სეიფ ალ-ბადრზე დაყრდნობით წერს.


მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ვატობუსი ერ-რაშადის რაიონს გადიოდა.


მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს.


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge