2019 წლიდან თბილისში ერთიანი დიზაინის ტაქსები იმოძრავებენ

  • რეზონანსი
  • 18 სექტემბერი 12:50, 2018 წელი

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  ტაქსებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

"ტაქსების რეფორმის ფარგლებში თბილისის მერია მუშაობს ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება და ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი ამ პერიოდიდან საერთო სტანდარტში ჩაჯდება",-აღნიშნა მერმა. 

თბილისის მერის განმარტებით, ამ საკითხზე თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად მსჯელობს და ესსტანდარტი 1 ნოემბრამდე იქნება დამტკიცებული.

„ეს სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც შექმნისდამატებით შემოსავალს ტაქსის მძღოლებისთვის. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითიფინანსური სარგებელი"- განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.

რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღებატაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერიდადგინდება.

თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციებისდაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსებისრეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისსწარადგინა.

წყარო: რეზონანსი