ავსტრიაში მატარებელი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა

  • pia.ge
  • 18 სექტემბერი 12:18, 2018 წელი

ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ გრაცთან მატარებელი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა.


ინფორმაციას შტირიის ფედერალური მიწის პოლიცია ავრცელებს.


შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე მოხდა.


მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge