არავის უთხრა - განსაკუთრებით დაქალებს...

  • თბილისელები
  • 17 სექტემბერი 18:11, 2018 წელი

ყველაფერი სხვას არ უნდა მოუყვე, განსაკუთრებით დაქალებს. არსებობს, ტაბუდადებული თემები და დეტალები. ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა გაჩუმდე და... ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.

1. ჭკვიანი ადამიანები საკუთარ ფინანსებში არავის ახედებენ. მით უმეტეს, რატომ უნდა იცოდნენ თქვენმა მეგობრებმა, რა შემოსავალი და გასავალი გაქვთ ოჯახში. შეუძლებელია, იცოდეთ, რა დროს გამოიყენებს თქვენ წინააღმდეგ, რა გაუჩენს ამის მოტივაციას და რა ზიანს მოგაყენებთ.


2. თუ ფარული რომანი ან თუნდაც ფლირტი გაქვთ, აჯობებს, საიდუმლოდ შეინახოთ. მით უმეტეს, დეტალებში ნურავის გააცნობიერებთ და ნურც თქვენი ფარული რომანის „სუბიექტს“ გააცნობთ. შეიძლება, ამის გამო ძალიანაც ინანოთ.


3. ჩხუბი ქმართან – დიახ, საკმაოდ დამთრგუნველი ამბავია. ბუნებრივია, რომ გინდათ, გული მოიოხოთ, მაგრამ, სანამ სამეგობროში მას მიწასთან გაასწორებთ, დაფიქრდით, ხვალ ქმარს შეურიგდებით, თქვენი მეგობრებისთვის კი საშინელ „ურჩხულად“ დარჩება. მერე აზრს ვეღარ შეაცვლევინებთ და ისევ თქვენზე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თავმოყვარეობა არ გაქვთ.


4. თუ თქვენს ცხოვრებაში სერიოზული სიახლეებია მოსალოდნელი, მით უმეტეს, სასიხარულო და ძალიან მნიშვნელოვანი, აჯობებს ხმამაღლა ამ ყველაფრის შესახებ არ ილაპარაკოთ. მით უმეტეს, დუმილია საჭირო, როცა ჯერ კიდევ არაფერია დაზუსტებული. სიტუაცია რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს და უხერხულობაში ჩავარდებით.


ისევ სიყვარულის შესახებ


არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან. ეს სამართებელზე სიარულს, ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას ჰგავს – საშიშია, მაგრამ გინდა. ასეთ ქალთან ურთიერთობა კაცისთვის საოცრად საინტერესოა, თუმცა დამღლელიც. არადა, ისევე როგორც ყველა ქალს, ამ ტიპის ქალებსაც ჩვეულებრივი, ქალური ბედნიერება სჭირდებათ. დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:


* ურთირთობაზე უნდა იმუშაოთ;
* სიყვარული ღირს იმად, რომ მისთვის იბრძოლოთ;
* თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ბედნიერი.
წარუმატებელმა რომანმა შესაძლოა ბევრ ადამიანს დაუქვეითოს თვითშეფასება. ეს ისაა, როცა საკუთარი თავის მიმზიდველობაშიც ეჭვი გეპარებათ, იწყება თვითანალიზისა და თვითგანადგურების რთული პერიოდი.


არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იმაში, გაქვთ თუ არა სიყვარულის უფლება. უბრალოდ იცოდეთ – თქვენ ვალდებული ხართ იყოთ ბედნიერი და შეყვარებული.


დაიმახსოვრეთ: ბედნიერება საკუთარი თავის სიყვარულიდან მოდის.


ვერასოდეს შეძლებთ შეიყვაროთ სხვა ადამიანი, სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლით. გამოიყენეთ დრო თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფილებისთვის.


იმის გააზრებაც კი, რომ სიყვარული დიალოგებისგან, დათმობისა და კომპრომისებისგან შედგება, დიდხნიან და სრულფასოვან ურთიერთობას მოგიტანთ. სიყვარულის მხოლოდ მიღება კი არ უნდა შეგეძლოთ, არამედ გაცემაც.


მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. თქვენი ინდივიდუალობა თქვენთან ერთად ყოფნას საოცრად საინტერესოსა და ემოციებით სავსეს ხდის. ეს კი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს.
არ იფიქროთ, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელია.
მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელი მშვენიერია – უნიკალური, კაშკაშა და საოცარი! ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ის, რაც ხართ და აუცილებლად შეხვდებით თქვენს სიყვარულს.


„კეთილი“ ჩხუბი


ჩხუბი ურთიერთობაში აუცილებელია. მხოლოდ სწორად და „კეთილად“ უნდა იჩხუბოთ. ალბათ, ფიქრობთ, ჩხუბს რა სწავლა უნდაო, მაგრამ ასე არ არის. მაგალითად, თუ გინდათ, ჩხუბის შემდეგ ურთიერთობა გაცილებით უკეთესი გახდეს, გაითვალისწინეთ:


* არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავსა და ემოციებზე. გააკეთეთ პაუზა. ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი;


* კამათის დროს ან ჩხუბისას არ შეეხოთ მის პიროვნებას. არ დაამციროთ პარტნიორი, არც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. ილაპარაკეთ და იჩხუბეთ კონკრეტულ თემაზე, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის ფარგლებს არ გასცდეთ;


* ნუ შეეცდებით სიტუაციის მონოპოლიზაციას. მოუსმინეთ პარტნიორს. არ შეაწყვეტინოთ და არც მასზე ხმამაღლა იყვიროთ. ყვირილით სასურველი არ მიიღწევა;


* არ დაკარგოთ იუმორის გრძნობა, ის ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც გამოგიყვანთ მდგომარეობიდან და თქვენს ურთიერთობასაც გადაარჩენს. სიცილი გვაახლოებს. კარგი ხუმრობა კი სწრაფად განმუხტავს უარყოფით ენერგეტიკას. ამის შემდეგ აუცილებლად მოილაპარაკებთ;


* არავითარი შანტაჟი. ეს ძალიან ცუდია კამათშიც და ჩხუბშიც. არც სახლის გარეთ გაიტანოთ თქვენი პირადი ურთიერთობები, პრობლემები... ყველა თანაგიგრძობთ. თუმცა, რეალურად არავინ შეწუხდება, ზოგი გაერთობა კიდეც. თავს დასაცინად ნუ გაიხდით!

წყარო: თბილისელები