ძველი რომის განძს მიაგნეს

  • ახალი თაობა
  • 15 სექტემბერი 19:05, 2018 წელი

არქეოლოგებმა ძველი რომის მონეტები აღმოაჩინეს ქალაქ  კომოს კრესონის ყოფილ თეატრში, რომელიც მილანის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ნაპოვნი განძი დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება.

განძი შენობის სარდაფში ქოთანში იპოვეს. ისინი განეკუთვნებიან  გვიანდელი რომის იმპერიის დროს, როდესაც ის ორ ნაწილად - აღმოსავლეთ და დასავლეთ  იმპერიებად გაიყო და ბარბაროსების შემოსევებს განიცდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, განძის ფასმა შესაძლო, რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინოს.

ფოტო: არქივი

წყარო: ახალი თაობა