დუნდულების გადიდება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა

  • ახალი თაობა
  • 14 სექტემბერი 16:34, 2018 წელი

დუნდულების გადიდების პოპულარული პროცედურა რაზილიან ბუმ-ი სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა.

ინფორმაციას ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაზე დაყრდნობით გაზეთი ახალი თაობა ავრცელებს.


გამოცემამ ორი ქალის ბედზე ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთი პროცედურის შემდეგ  საშინელ შედეგებს გადააწყდა, ხოლო მეორე დაიღუპა. პირველი დაზარალებული საერთაშორისო  ლატარიის ევრომილიონის 21 წლის გამარჯვებული ჯეინ პარკია. მას სეფსისი პროცედურის დროს დაშვებული შეცდომის შედეგად დაემართა.


მეორე ქალი - სამი შვილის დედა პირდაპირ პროცედურის დროს დაიღუპა.  მისი დაღუპვის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.


პროცედურის ერთი ნაწილის ღირებულება დაახლოებით  260 დოლარი ღირს.

წყარო: ახალი თაობა