"მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ფორმას ახლაც ვინახავ"

  • რეზონანსი
  • 12 სექტემბერი 14:06, 2018 წელი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს შეურაცხყოფის მიყენების გამო ბოდიშს უხდის.

იგი პარლამენტის შენობასთან მივიდა და იქ მყოფ პოლიციელებს ბოდიში პირადად მოუხადა.


„სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო. გუშინ ძალიან ანერვიულებული ვიყავი და პირადი შეურაცხყოფა მივაყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ამას ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ძალიან დიდი სამეგობრო მყავს არამარტო საპატრულო პოლიციაში, არამედ სპეცრაზმში და ყველა სტრუქტურაში თითქმის, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც კი ვინახავ. აქედან გამომდინარე, რა შეურაცხყოფაც მივაყენე მათ, ამის გამო ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა სარალიძემ.

წყარო: რეზონანსი