მზეზე ამოფრქვევაა - მოსალოდნელია გეომაგნიტური შტორმი

  • რეზონანსი
  • 11 სექტემბერი 20:46, 2018 წელი

მზის გვირგვინში (კორონა) უზარმაზარი ხვრელი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიახლოვდება გეომაგნიტური შტორმი.

შესაბამიად, დედამიწის პოლარული განედების სიახლოვეს მცხოვრებნი ძლიერ ციალს დაინახავენ.


აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) შეფასებით, 11 სექტემბრის მზის შტორმი G2-დონის იქნება. 5-დონიან სკალაზე ეს შტორმი საშუალო სიძლიერისაა, ყველაზე მძლავრად კი მე-5 დონე ითვლება.


გეომაგნიტურად წარმოქმნილმა დენმა შესაძლოა, დედამიწის მაღალ განედებზე განაპირობოს ძაბვის ვარდნები. შესაძლოა, შტორმმა გავლენა იქონიოს კოსმოსურ ხომალდთა ოპერაციებზე, რადგან ამ დროს ფერხდება GPS-ის მუშაობა. გარდა ამისა, მაღალ განედებზე შეიძლება გაწყდეს მაღალი სიხშირის რადიოტალღების გავრცელებაც.

წყარო: რეზონანსი