ავღანეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 11 სექტემბერი 14:15, 2018 წელი

ავღანეთის აღმოსავლეთით ტერაქტის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

Tolo News-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნანგარჰარის პროვინციაში მიმდინარე აქციაზე აამოქმედა.


აქციის მონაწილეები ადგილობრივი პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.


მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge