კანაფის დათესვა-მოყვანის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

  • pia.ge
  • 6 სექტემბერი 18:02, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან - 1 ძირი, სახლის მანსარდიდან კი გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge