ზაფხულში საქართველოში 51 ადამიანი დაიხრჩო

  • pia.ge
  • 6 სექტემბერი 17:16, 2018 წელი

წელს, ზაფხულის განმავლობაში, 1-ლი ივნისიდან 5 სექტემბრამდე, საქართველოს მდინარეებში, ზღვასა და ტბებში სულ 51 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ​მდინარეში - 27, ტბებში -14, ხოლო ​ზღვაში - 10 ადამიანი დაიხრჩო.


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ​მაშველებმა მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 ადამიანი გადაარჩინეს.


მათგან მდინარეში 27 ადამიანი, ტბებში - 49, ხოლო​ ზღვაში დახრჩობას  - 240 ადამიანი გადაარჩინეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge