გიგა მაქარაშვილი პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის გამო ბოდიშს იხდის

  • ალია
  • 6 სექტემბერი 15:19, 2018 წელი

გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია “იბერიის” პირდაპირ ეთერში მარიხუანას მოწევის გამო ბოდიშს იხდის და სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

“2 დღიანი ძალიან მძიმე ბულინგის ტალღის შემდეგ, დადგა დრო გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ პირდაპირ ეთერში დემოანსტრაციული მოწევის ფაქტზე: ჩემი საქციელი იყო მხოლოდ და მხოლოდ “ბნელებზე” და საშინლად არასამრთლიან ნარკოპოლიტიკაზე გამარჯვების აღნიშვნის მცდელობა, თუმცა ჩემგან სრულიად დაუგეგმავად პირდაპირ ეთერში მოწევა შესაძლებელია მარიხუანის პოპულარიზაციის და პროპაგანდის მცდელობად ყოფილიყო აღქმული, რაც კატეგორიულად არ მინდოდა და ძალიან ვდარდობ.


ბ ო დ ი შ ს ვუხდი ყველა ბავშვს, ვინც ეს კადრები ნახა და იფიქრა რომ უნდა მომბაძოს. არ უნდა მომბაძოთ. უბრალოდ ისე უნდა მოიქცეთ როგორც საჭიროდ თვლით და უნდა იცოდეთ კანონი, რომელიც უშუალოდ კანაფის მოხმარებას არ კრძალავს.


 რაც შეეხება ჩემს საქმეს, დეტალური გამოკვლევის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩემს სისხლიში ვერცერთი აკრძალული ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინა და ახლა მხოლოდ მარიხუანის პროპაგანდის ბრალდებით მემუქრება ადმინისტრაციული სასჯელი, რომელსაც თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება აუცილებლად გადავიხდი.



კიდევ ერთხელ გილოცავთ დეკრიმინალიზაციას და მედარდება იმ მშობლებზე, ვინც საღამოს ეთერში ”იბერიას” აყურებინებს ბავშვებს სადაც 2 ბნელი და 1 ჩემნაირი დარტყმული განიხილავს ნარკოპოლიტიკას! წარმატებები ჩვენს ქვეყანა”, – წერს გიგა მაქარაშვილის Facebook -ში.

წყარო: ალია