“უწმინდესმა მაკურთხა და თან ჩამჩურჩულა…”- რას იხსენებს პეტრე კოლხი

  • რეზონანსი
  • 6 სექტემბერი 14:47, 2018 წელი

მამა პეტრე კოლხი არაერთხელ მომხდარა კრიტიკის ობიექტში, ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იბერია"-ს გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკსთან" ისაუბრა.

„რაც შეეხება ჩემს აქტივობას სოციალურ ქსელში, ამით არ კნინდება სასულიერო ხარისხი, პირიქით... კარგი, პეტრე არის ცუდი, ჩასაქოლი, უღირსი და ა.შ... - ეს გავიგე, მაგრამ პეტრეს სახით თუნდაც ერთი ადამიანი მაინც რომ გადარჩეს, ესეც ხომ საქმეა?! - მითუმეტეს ჩემთან არ მოდიან მრევლის ფანატიკოსი ნაწილი, რომ თურმე ოთხშაბათ დღეს, ცოტა ზედმეტი მოუვიდა ლუკმა პირი და ამის გამო იატაკს თავს ურტყამენ, ასეთი პეტრესთან ცხადია ვერ მოვა, მაგრამ ჩემთან არანაკლებ რთული ადამიანები მოდიან, პოეტები, მწერლები, რომელთა უმეტესობა სუიციდის მცდელობით არის შეპყრობილი. მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად შემოქმედ ადამინს გამოსდის და მეტსაც გეტყვით, რამდენიმე წლის წინ უწმინდესის ლოცვა -კურთხევით პაოლო იაშვილს წესი ავუგე. უდიდესი მადლობა უწმინდესს ამისთვის, ბევრი რამისთვი მადლობა მას, მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად დიდი სიხარული იყო, რადგნა ვგჯდები პაოლო იაშვილის შემოქმედებაზე და როდესაც მაკურთხა, თან ჩამჩურჩულა - წესი შენ აუგე, პოეტს პოეტისა უფრო მეტად ესმისო. იცით, ჩემთვის ეს იყო უდიდესი ბედნიერება, რომ პატრიარქმა მომცა ამის კურთხევა და მადლობა მას, მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე", - ამბობს პეტრე კოლხი.


 

წყარო: რეზონანსი