"ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს, მართალია, იქ კაშია თამაშობს, მაგრამ არ მაქვს უფლება სხვანაირად მოვიქცე"

  • რეზონანსი
  • 6 სექტემბერი 13:24, 2018 წელი

„ქართული მარშის" უკვე ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებს უგულშემატკივრებს.

 როგორც სადრობელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, ის არ ეთანხმება რიგი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროტესტის ფორმას, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ იგეგმება.


„სავარაუდოდ, მივალ და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მართალია, იქ კაშია თამაშობს, მაგრამ ეს არის ჩვენი ეროვნული ნაკრები და არ მაქვს უფლება სხვანაირად მოვიქცე. მე არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები, გააპროტესტონ კაშიას თამაში. ეს უკვე მარაზმს ემსგავსება. აღარ მომწონს ასეთი ფორმა", - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.


9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" გაიმართება.

წყარო: რეზონანსი