"პრიმაკოვის ცენტრმა" თბილისში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გახსნა

  • რეზონანსი
  • 6 სექტემბერი 13:04, 2018 წელი

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა თბილისში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გახსნა.

როგორც "სპუტნიკ-ჯორჯია" იუწყება, აღნიშნული პროექტი რუსეთის გორჩაკოვის სახელობის ფონდისა და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია. ფონდის მიზანია რუსულ-ქართული ურთიერთობების გადაწყვეტაში დახმარება.

წყარო: რეზონანსი