ზაზა ნადირაძე: სამაჯურს, რომელიც გურამ კაშიამ გაიკეთა, მე დავწვავდი

  • რეზონანსი
  • 5 სექტემბერი 22:28, 2018 წელი

24 წლის ქართველი ნიჩბოსანი, ევროპის ჩემპიონი, ზაზა ნადირაძე, ჟურნალ „სარკესთან“ იმ თემაზე საუბრობს, რომელიც ფეხბურთელ გურამ კაშიას უკავშირდება:

"გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი. ითხოვენ აქ ზედმეტ უფლებებს და თავზე გვასხდებიან. აჯობებს, იმკურნალონ! მე მხარს არ ვუჭერ მათ დროშას და არც მათ მომხრეებს.


ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ის ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებდა და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა:


"თუ დაწერთ, დააკონკრეტეთ, რომ სიძულვილის ენით არ ვსაუბრობ!" - განაცხადა ნადირაძემ.

წყარო: რეზონანსი