„ქართველ „კანონიერ ქურდს“ რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის 13 წელი მიუსაჯეს

  • ალია
  • 5 სექტემბერი 13:30, 2018 წელი

ქართველ „კანონიერ ქურდს“, გიორგი გუგუშვილს, იგივე გოგა პოტინსკის მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსი მეწარმის, ალექსანდრე ხარჩენკოს მკვლელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც საგამოძიებო მასალებით ირკვევა, 2013 წელს, გუგუშვილმა ხარჩენკოს გულის არეში დანა დაარტყადა მიიმალა.


„ქართველ კანონიერ“ ქურდს სამართალდამცავები ხუთი წელი ეძებდნენ. ის მიმდინარე წლის მარტშიდააკავეს.


 

წყარო: ალია