მოუკიდა მარიხუანით შეკეთებულ სიგარეტს და გაგვიბოლა – დიმიტრი ლორთქიფანიძე გადაცემაში მომხდარ ინციდენტზე

  • ალია
  • 5 სექტემბერი 13:28, 2018 წელი

ტელეკომპანია “იბერია”-ში საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამცველები დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოიძახა, რადგან სტუდიაში ყოფნისას, პირდაპირ ეთერში მყოფმა მისმა ოპონენტმა გიგა მაქარაშვილმა სავარაუდოდ, მარიხუანა მოწია.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს „არკოტიკული ნივთიერებისგარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე“ უჩივლა. ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელშიდაწერა.


„ამ წუთას ვიმყოფები ტვ “იბერიაში”, ვმონაწილეობდი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში. გადაცემის დასასრულს,ოპონენტმა, გიორგი მაქარაშვილმა მოუკიდა მარიხუანით შეკეთებულ სიგარეტს და გაგვიბოლა სტუდიაშიგაღიმებულმა… გადაცემაც ამ ნოტაზე დასრულდა.. თუმცა, ახლა იწყება მეორე განყოფილება – გამოძახებული მყავსსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვითხოვ რეაგირების ოქმს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ნარკოტიკულინივთიერების გარკვეული ფორმით თავსმოხვევის ფაქტზე! ვნახოთ, რა რეაგირება ექნება სახელმწიფოს!“– დაწერალორთქიფანიძემ გუშინ, საღამოს „ფეისბუქზე“, დღეს კი მოვლენების განვითარებას მორიგი პოსტით გამოეხმაურა:


 “ახლა საპატრულო პოლიციიდან მაცნობეს, რომ ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გიორგიმაქარაშვილს დაუდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი!… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებასაქმეზე გაგრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში!” – წერს დიმიტრილორთქიფანიძე.

წყარო: ალია