მუშაობით დაღლილმა ქართველმა ემიგრანტმა ძილის წამლები დალია

  • ალია
  • 4 სექტემბერი 13:34, 2018 წელი

საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი მადონა თედორაძე სოციალურ ქსელში ქართველი გოგონას შესახებ პოსტს აქვეყენებს:

“ამ დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა. ექვსი არ იყო. შევშინდი. ნეტა საქართველოდან არ იყოს. არა, აქვე, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობენ ქართველი გოგონები, დები არიან. უფროსი მირეკავს, თათიამ ძილის წამალიდალია და ვერ ვაღვიძებო. გავიქეცი.


 სახლის წინა კორპუსში პატარა მინი-მარკეტი აქვთ ასაკიან ბერძენ ცოლ-ქმარს, წლებია მათგან ვვაჭრობთ. მუხუციუკვე აღებდა დარაბებს. გაოცებულმა გამომძახა, ხომ მშვიდობააო. მოვასწარი- არა, კირიე კოსტა- მეთქი და მეტი არდავყოვნდი.


 იღლებიან ეს ბავშვები. დილიდან დაღამებამდე სახლებიდან სახლებში დადიან დალაგებაზე. უმცროსი უფროსუსტია.


 ბოლო დროს უძილობაც დასჩემდა. აუღია ერთდღიანი დასვენება. ძილის წამალიც წამოუღია რომელიღაცაბებოსგან  და, რადგანაც ერთმა და ორმა ვერ დააძინა, მიუყოლებია რამდენიმე.


 ვეღარ აღვიძებს მისი და, ვერც მე გავაწყვე ვერაფერი. ფეხდაფეხ მომყვა მოხუცი კოსტაც. მან გამოიძახა სასწრაფოც. ისიც უთხრა, დამამშვიდებელი მიიღოო.


სასწრაფოს, თავისი მხრიდან, პოლიციისთვის შეუტყობინებია.


 თავის დაზღვევის მიზნით, იქნებ ტოქსომანებთან აქვთ საქმე. მე ისევ გავიქეცი და ჩემი საბუთები მოვიტანე, რომმოითხოვონ, მე მაინც ვიქნები საბუთიანი-მეთქი.


ექიმებმა კი მალევე მოიყვანეს გოგონა გონს. საოცრად მოწესრიგებული, სანიმუშო სისუფთავე და გარემო რომ ნახეს, პოლიციამ უკან დაიხია. და მაინც, ყოყმანებდნენ წაეყვანათთუ- არა გოგონა განყოფილებაში- ტიპიურიფორმალობააო.


 მაშინ ბატონმა კოსტამ მიმართა პოლიციელებს და ექიმებსაც:


წლებია ამ ქალბატონს ვიცნობ, აქვე უმძიმეს დაავადებულს უვლის და მის ოჯახს, მსგავსი ალითინი კირია(ნამდვილი ქალბატონი) ცოტა მეგულება, თქვენ იქნებთ არც გყავდეთ ნანახი, ახალგაზრდები ხართო.


 ეს გოგონებიც დილაუთენია სამუშაოდ გადიან და ღამით შემოდიან გასავათებულები, ამათი ცოდვით არ ვარ, მეცმყავს შვილები და ამათ ან გართობა არ უნდათ, ან კვირა, ან რამე? ვუკვირდები და ამათ სახეზე ნამდვილი ღიმილიარ მინახავს.


 ესენი აქ გასართობად არ არიან ჩამოსულნი- ირთანე ია ეპივიოსი (გადარჩევისთვის ჩამოვიდნენ)….


…ასეა, გგონია, ვინ გხედავს, ვინ გამჩნევს, ვინ გიცნობს, თურმე არაფერი გამორჩენიათ…


 მადლობა გადავუხადე ია კალა ლოგია(კარგი სიტყვებისთვის) არაფერია, ტინ ალითია იპა(სიმართლე ვთქვიო) მშვიდად მიპასუხა.


 გადავურჩით განყოფილებას და ხათაბალას. ღმერთსაც და 


ადამიანების მცოდნე ადამიანებსაც დიდება!”- წერს მადონა თედორაძე.

წყარო: ალია