"დაჯექით და ელოდეთ, როგორ მოგაწვდიან თქვენსავე ისტორიას თურქები"

  • ალია
  • 4 სექტემბერი 13:37, 2018 წელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი თამარ მესხი სოციალურ ქსელში წერს:

„გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ:


 სერიალის "დიდებული საუკუნე" მთლიანი ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს აღწევს და მისი პრემიერა 2019 წლის აგვისტოში იგეგმება.


 საზოგადოებრივ მაუწყებელში ქართული ისტორიული სერიალის ბოლო სეზონის გადაღებისას, ერთი სერიისთვის 20 მსახიობის აყვანა რომ გვინდოდა, პაატა ქურდაძემ (მაღლაფერიძის მოადგილემ) გვითხრა - რა ამბავია, "ომი დამშვიდობა"-ს ხომ არ იღებთო და შეგვამცირებინა მათი რაოდენობა.


შემდეგ საკონკურსო პირობებით იძულებული გაგვხადეს საერთოდ დაგვეტოვებინა ტელევიზია, არადა, ერთი სეზონის 14 სერია იგივე ბიუჯეტით გადავიღეთ, რაც "დიდებული საუკუნის" 2-3 კისტუმი დაჯდება.


 სახელმწიფო რომ ფურთხის ღირსია ვიცით, მაგრამ ქართველებმა რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი ისტორია შეგვენარჩუნებინა ტელევიზიაში?


 არც არაფერი. მშვიდად შევხვდით ლიბერასტების თარეშს საზოგადოებრივ მაუწყებელში და ფულსაც ვუხდით საკუთარი ჯიბიდან ყველა მარაზმის გაშუქებაში.


 დაჯექით, ამაყო ქართველებო, და დაელოდეთ, როგორ მოგაწვდიან თქვენსავე ისტორიას თურქები.


"ბედნიერი ერი"- წერს თამარ მესხი.


 შეგახსენებთ,რომ თურქული სერიალის "დიდებული საუკუნე" ახალი სეზონის ძირითადი ნაწილი საქართველოსის ტორიას შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდა დადიანების და გურიელების დიდგვაროვანი ქალი პერსონაჟებისა, სერიალში გამოჩნდებიან ჯაყელების, დადეშქელიანების, ლიპარტელიანების საგვარეულოს და მამიკონიანთა დინასტიის წარმომადგენლებიც.


 
 

წყარო: ალია