პაციენტი ექიმებს თირკმლის მოპარვასა და გაყიდვაში ადანაშაულებს

  • რეზონანსი
  • 4 სექტემბერი 10:32, 2018 წელი

პაციენტი თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს თირკმელის ქურდობაში და მის გაყიდვაში ადანაშაულებს.

 ოპერაცია კლინიკაში თენგიზ აბულაძეს 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაუკეთეს, რამდენიმე თვეში კი სხვა საავადმყოფოში ჩატარებული განმეორებითი კვლევების დროს აბულაძემ აღმოაჩინა რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა.


დაზარალებული პაციენტი კლინიკას სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივის. ექიმი კი ამტკიცებს, რომ აბულაძემ თავად მოაწერა ხელი ორგანოს ამოკვეთას.


აბულაძე ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ საკვებით მოწამვლის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გასინჯეს და უთხრეს, რომ მარცხენა თირკმელი არ ჰქონდა. პაციენტს ეჭვი ორგანოებით ვაჭრობაზე გაუჩნდა.


ონკოლოგიურ კლინიკაში 4-საათიან ოპერაციას ქირურგ ლაშა თურქიაშვილთან ერთად უროლოგი ლევან მოთაშვილიც ესწრებოდა.


ექიმმა ლაშა თურქიაშვლმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ის დოკუმენტი აჩვენა, რომელზეც ოპერაციის წინ ხელი თავად პაციენტმა მოაწერა და მასში საუბარი ორი ორგანოს ამოკვეთაზე იყო. თურქიაშვილის თქმით, პაციენტს სიმსივნე ნაწლავის გარდა, თირკმელზეც ჰქონდა და ამ ორგანოს ამოკვეთის შესახებ, პაციენტის ოჯახის წევრებიც იყვნენ ინფორმირებული.

წყარო: რეზონანსი