რატომ შეიღება სკოლის კედლები ცისარტყელას ფერებში?

  • რეზონანსი
  • 4 სექტემბერი 10:28, 2018 წელი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია, რომ თბილისის 190–ე საჯარო სკოლის კედლები შეღებილია ლგბტ თემის დროშის ფერებში.

ფოტომასალამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, – აქედან გამომდინარე, “არტნიუსი” დაუკავშირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე მდებარე სკოლის ხელმძღვანელობას, სადაც განაცხადეს, რომ კედლის ამ მხრივ აღქმა სისულელეა:


“ფოტოზე გამოსახული კედელი 190-ე სჯარო სკოლის მეორე სართულზე ცისარტყელას ფერებში ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეიღება და ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის გახდა, რომ სართულზე დაწყებითი კლასების ოთახებია განთავსებული. კედელი ოთხი წლის წინ შეიღება.


აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია ის აჟიოტაჟი, რაც ატყდა სოციალურ მედიაში და ზოგიერთ უპასუხისმგებლო მედიასაშუალებაში, თითქოს 190-ე სკოლის დირექციამ წელს ლგბტ დროშის ფერებში შეღება სკოლის კედლები" - აცხადებს სკოლი ადმინისტრაცია.

წყარო: რეზონანსი