რატომ სთხოვა ვატიკანას უცნობმა ქალმა სამი შვილის გაჩენა და როგორია მისი მეგობარი გოგო ?

  • თბილისელები
  • 3 სექტემბერი 15:51, 2018 წელი

ვატიკანა "სერიალ ჩემი ცოლის დაქალების"  ბოლო სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გმირი იყო, რომელმაც მაყურებლის გაოცება და დაინტრიგება  შეძლო. 

 გთავაზობთ ვატიკანას როლის შემსრულებლის ლევან ლაშხის ინტერვიუს ამონარიდს ჟურნალ "თბილისელებთან". 


ტელეეკრანზე პირველად რეკლამებით გამოვჩნდი. ალბათ იქ  შემამჩნია "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგმენეჯერმა და დამიკავშირდა. აქამდეც იყო ერთი სერიალი. 


ხშირად მიწევდა წასვლა სხვა ქვეყანაშიო, რას უკავშირდებოდა? 


-თურქეთში დავდიოდი სამუშაოდ, დაივინგის მასწავლებელი ვიყავი-15 წლიდან მივდევდი ამ საქმეს. მაქსიმუმ 30 მეტრის სიღრმეზე ვარ ჩასული და წყალქვეშა სამყაროში უდიდეს ტავისუფლებას და სიამოვნებას ვგრძნობ, იქ ყველაფერტი საოცრად ლამაზია. 


პოპულარობა როგორი აღმოჩნდა?


-პოპულარობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ ახლა მასშტაბები გაიზარდა და რაღაც დოზით მასზე დამოკიდებულიც კი გავხდი. გარეთ გამოსვლა და ხალხის თბილი დამოკიდებულება ძალიან სასიამოვნოა. 


პოპულარობა გოგონებში- ეკრანზე გამოჩენამდე და შემდეგ?


-ყოველთვის მყავდა გვერდით გოგო, მარტო არასოდეს ვყოფილვარ. სისტემატური ურთიერთობები მქონდა და ყოველთვის, როცა სხვა გოგოები ჩემს მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ, ამას ჩემი საყვარელი ადამიანბისგან დაძაბულობა მოყვებოდა. იმდენად აქტიური იყო ეს ყველაფერი, რომ ბევრჯერ შემქნია პრობლემა და დისკომფორტი, თუმცა ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც იყო. ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ეგუება ჩემი მეგობარი გოგო იმ აზრს, რომ უბრალოდ  უნდა თუ არა, სადაც არ უნდა წავიდე, ეჭვიანობას აზრი არ აქვს. ვიღაცა შეიძლება ზედ შემომახტეს და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი მომენტი არაერთხელ ყოფილა. 


ბევრი ბიჭისგან მომისმენია ამბები უფროს ქალებზე. 


- კი არის ასეთი აქტიურობა, განსაკუთრებით ეკრანზე გამოჩენის შემდეგ. ერთი ადამიანი ძალიან გამაღიზიანებელ და თან სასაცილო რამეს მთხოვდა. უნდოდა ჩემგან უბრალოდ სამი შვილი ყოლოდა და როგორ აპირებდა ამას არ ვიცი. რამდენიმე სიტყვის შემდეგ პირდაპირ გადავიდა ამ შემოთავაზებაზე. 


შენს მეგობარ გოგოზე მოგვიყევი და ზოგადად როგორი გოგოები მოგწონს? 


-ძალიან თბილი,მზრუნველი და ლამაზი გოგოა. პროფესიით მომღერალია და მთავარია, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენი ურთიერთობები ბანალურად სოციალურ ქსელში დაიწყო დაიწყო. საერთოდ, გარეგნულად შაგვრემანი, ხასიათით ცოტა გიჟი გოგოები მომწონს, მოდუნების საშუალებას რომ არ მომცემს. 

წყარო: თბილისელები