მობილობით 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა – სად გადავიდა ყველაზე მეტი სტუდენტი?

  • ალია
  • 3 სექტემბერი 12:10, 2018 წელი

2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში 4 996 სტუდენტი მონაწილეობდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მობილობის პროცესი წარმატებით 3 915 სტუდენტმა გაიარა.


 აღსანიშნავია, რომ მობილობით მოსარგებლე სტუდენტების უმეტესობამ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერა. შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგად ტექნიკურ უნივერსიტეტში 772 სტუდენტი გადავიდა.


 განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების პირველ სამეულს, რომლებზეც მობილობის პროცესში ყველაზე მეტმა სტუდენტმა გააკეთა არჩევანი:


 I. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მობილობით გადავიდა 772 სტუდენტი;


 II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მობილობით გადავიდა 380 სტუდენტი;


 III. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მობილობით გადავიდა 304 სტუდენტი.


 EDU.ARIS.GE-სთვის ცნიბილი გახდა იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც იბსუდან 2018 წლის შემოდგომის მობილობით გადავიდნენ. მობილობით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 79-მა სტუდენტმა ისარგებლა, საერთო ჯამში კი განაცხადი 97 სტუდენტს ჰქონდა გაკეთებული.

წყარო: ალია